Sunday, June 28, 2015

                                 ტრენინგის მე-9 დღე
     დღეს დასრულდა ჩვენი ტრენინგი-- ინტელის სასწავლო კურსი.ის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.დღეს შევაჯამეთ მთელი ტრენინგი.გავიმეორეთ მთელი მასალა და წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია,მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პროექტებიც, რომლებიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები. ამის შემდეგ გადავედით ბლოგზე, ვისწავლეთ ბლოგის წაშლა-აღდგენა,გვერდების დამატება.,აგრეთვე სურათებისა და ვიდეოების ჩასმა, შემდეგ შევაჯამეთ ტრენინგი.
      მე ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის სასწავლო კურსის გავლით და ვფიქრობ, რომ მომავალი სასწავლო წლიდან აქ მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგება ჩემი დოკუმენტაციის მოწესრიგებაში,პორტფოლიოს წარმოებაში და სხვა. დიდი მადლობა ჩვენი ტრენინგის ხელმძღვანელს, ქალბატონ ქეთევან ცერაძეს ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის.

Saturday, June 27, 2015

                                                 ტრენინგის მე-8 დღე
        ტრენინგის მე-8 დღე დავიწყეთ გამეორებით.გადავხედეთ პროექტის გეგმას, გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა და მოვამზადეთ ფასილიტატორი რესურსი,დავამზადეთ სლაიდები,კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს და ვისწავლეთ ბლოგზე ატვირთვა და შესწორება.ჩვენი საქაღალდე ავტვირთეთ draiv-ში, უკვე ატვირთულს მივანიჭეთ მისამართი და გადავიტანეთ ბლოგზე.

Thursday, June 25, 2015

                            ტრენინგის მე-7 დღე
  ტრენინგის მე-7 დღე, ჩვეულებისამებრ, დავიწყეთ გამეორებით. გამეორების შემდეგ დავიწეთ მუშაობა, თუ როგორ ჩავრთოთ ყველა მოსწავლე პროექტში თავისი საჭიროების გათვალისწინებით. გავაკეთეთ დავალებები ძლიერი და სუსტი მოსწავლეებისათვის, შემდეგ გადავხედეთ პროექტის გეგმებს და დავიწყეთ გეგმაზე მუშაობა.თითქმის დავასრულეთ სასწავლო პროცედურები.

Tuesday, June 23, 2015

                                                  ტრენინგის მე-6 დღე
       ტრენინგის მე-6 დღე დავიწყეთ კვლავ გამეორებით.გავიმეორეთ powerpointi.ვისწავლეთ დიაგრამაზე მუშაობა.შემდეგ მოსწავლის პრეზენტაციაც გავაკეთეთ,შევავსეთ შეფასების საქაღალდეც.სახელმძღვანელოდან გადმოვიტანეთ შეფასების რუბრიკები ჩვენს საქაღალდეში,დავზიპეთ საქაღალდე და ეს ბრძანებაც გავიხსენეთ.ბოლოს შევაჯამეთ დღევანდელი დღე.

Sunday, June 21, 2015

                                                            ტრენინგის მე-5 დღე
           ტრენინგის მე-5 დღე დაიწყო გამეორებით.გავიმეორეთ განვლილი მასალა და გადავედით საავტორო უფლებებზე, თუ როგორ უნდა მივუთითოთ საავტორო უფლებები.შემდეგ  ვისწავლეთ კომენტარები ბლოგზე,შევქმენით ახალი ბლოგი (მოსწავლის),ბლოგის  დიზაინის შეცვლა,სურათის ჩასმა,ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა, გაჯეტები გამოკითხვის და სურათის გაჯეტი,მისი რედაქტირება და წაშლა.

Monday, June 8, 2015

                                                         ტრენინგის მე-4 დღე
      ტრენინგის მე-4 დღე დავიწყეთ გამეორებით.კიდევ ერთხელ გავიხსენეთ წინა დღეების მასა ლა.შემდეგ გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,ვიმუშავეთ პროექტზე და დროში გაწერილი შეფასების გეგმა დავამუშავეთ.
     შევადგინეთ პროექტის პორტფოლიო,ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე,გავაკეთეთ მონახაზი,შემდეგ გადავედით ბლოგზე და აქაც გავიხსენეთ აქამდე ნასწავლი ყველა დეტალი.
                                                                              

Saturday, June 6, 2015

                                                      ტრენინგის მე-3 დღე


          ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ გამეორებით. გავიხსენეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა და გადავედით პროექტის გეგმაზე.პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა,ვისწავლეთ თუ როგორ უნდა დავადგინოთ სტანდარტები და განვსაზღვროთ პროექტის მიზნები.ამის შემდეგ გავიგეთ მიმართულების მომცემი კითხვების შინაარსი და განსხვავება ზოგადსა და შინაარსობლივ კითხვებს შორის.
              დღეს აგრეთვე ვისწავლეთ ბლოგის  დათვალიერება და ტექსტის  რედაქტირება.

Sunday, May 31, 2015

1-ლი მოდული (1-ლი და მე-2 დღე)

                                                                1-ლი დღე
              გავეცანი ინტელის სასწავლო კურსს.ძალინ საინტერესო აღმოჩნდა და ჩემი მოლოდინი გაამართლა.შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე.შევქმენით ბლოგი, განვიხილეთ პროექტი და მისი მნიშვნელობა.ჩემთვის საინტერესო ბევრ კითხვას გაეცა პასუხი და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.

                                                               





                                                        მე-2 დღე
             ტრენინგის მეორე დღეც ძალიან საინტერესო იყო.მიმოვიხილეთ პროექტის ნიმუშები.ავირჩიე პროექტის სათაური,გავიმეორეთ წინა დღის მასალა და ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება.გავიმეორეთ word-ის ინსტრუმენტები.მე ვფიქრობ,რომ აქ მიღებულ ცოდნას პრაქტიკულად გამოვიყენებ.